Thumbnail
  • გაყიდვების მაჩვენებლით ორძრავიანი მოდელი ლიდერობს.
  • ქსელში უკვე განთავსებულია CYBERTRUCK-ის ოფიციალური საიმიჯო ვიდეორგოლიც.

რამდენიმე დღის წინ, კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა ფუტურისტული დიზაინის ელექტრო პიკაპი - CYBERTRUCK წარადგინა. მასკმა აუდიტორიას აუწყა, რომ პიკაპის სამივე ვერსიის  წინასწარი შეკვეთები უკვე შესაძლებელი იყო. შეკვეთების დაწყებიდან 3 დღეში, გაყიდვების სტატისტიკა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა - 24 ნოემბრის მონაცემებით, CYBERTRUCK 146,000-მა ადამიანმა შეუკვეთა - ინფორმაცია თავად  მასკმა twitter-ის მეშვეობით გაავრცელა. როგორც ტექნოლოგიური მიმომხილველები იუწყებიან, უკვე 25 ნოემბრის მონაცემებით,  წინასწარი შეკვეთით მყიდველთა რიცხვმა 200,000-ს გადააჭარბა. 

როგორც უკვე აღინიშნა, კომპანია Tesla Cybertruck-ის სამ მოდელს გამოუშვებს. ე.წ ერთძრავიანი - ყველაზე ბიუჯეტური  მოდელის ღირებულება 39 900 დოლარია, ის ერთი სრული დამუხტვით 400 კილომეტრს გადის, 49 000 დოლარიანი ორძრავიანი მოდელი - 482 კილომეტრს, ხოლო ყველაზე ძვირადღირებულ - სამძრავიან პიკაპს 800 კილომეტრის დაფარვა შეუძლია და $69 900 ღირს. 

გაყიდვების მაჩვენებლით ორძრავიანი მოდელი ლიდერობს - ის წინასწარი შეკვეთების 42%-ს იკავებს, 41%-ს – სამძრავიანი,  17%-ს კი -  ერთძრავიანი. ქსელში უკვე განთავსებულია CYBERTRUCK-ის საიმიჯო ვიდეორგოლიც. როგორც პრეზენტაციაზე დაანონსდა, ელექტრო პიკაპი  ავტობაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები