Thumbnail

ჰიბრიდული ტრამვაი-მატარებელი ბრიტანეთში სულ უფრო პოპულარული ხდება

  • ტრამვაი, რომელიც სარკინიგზო მაგისტრალსაც იყენებს, შეფილდსა და როტერემს შორის მოძრაობს
  • უახლოეს პერიოდში მსგავსი ტიპის ტრანსპორტი უელსში გამოჩნდება

უკვე წელიწადია სამხრეთ იორკშირის ორი ქალაქი შეფილდი და როტერემი ერთმანეთს უნიკალური მაგისტრალით დაუკავშირდნენ. ადრე როტერემის მცხოვრებლები შეფილდის ცენტრში მოსახვედრად ტრამვაიდან მატარებელში უნდა გადამჯდარიყვნენ. დღეს კი ამ მონაკვეთზე ახალი ტრანსპორტი მოძრაობს. მატარებლის და ტრამვაის ერთგვარი ჰიბრიდი, როგორც ტრამვაის რელსებს, ასევე სარკინიგზო გზებს იყენებს. ინჟინრებს მხოლოდ მატარებლის პლატფორმის უმნიშვნელო გადაკეთება დასჭირდათ.

თუ ქალაქში არის ტრამვაის კარგი ქსელი და შედარებით ნაკლებად დატვირთული სარკინიგზო მონაკვეთი შესაძლებელია მათი ერთმანეთთან დაკავშირება. ვფიქრობ, რომ მომავალში მსგავსი ტიპის ჰიბრიდულ ტრანსპორტზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება - ტაკუ ფუჯიამა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი.

როტერემი- შეფილდის მარშრუტზე Stadler-ის მიერ გამოშვებული შვიდი Citylink Class 399 მოძრაობს. ამ ტრამვაის გადაადგილება 100 კმ/სთ-მდე სიჩქარით შეუძლია. სატრანსპორტო საშუალება ორმაგი უსაფრთხოების სისტემით არის აღჭურვილი. 

ტრამვაი, რომელიც სარკინიგზო მაგისტრალს იყენებს, უახლოეს პერიოდში დიდი ბრიტანეთის კიდევ რამდენიმე რეგიონში გამოჩნდება. უელსში უკვე მიიღეს გადაწყვეტილება კომბინირებული ტრანსპორტის დანერგვის თაობაზე. მანჩესტერის და გლაზგოს მუნიციპალიტეტები განიხილავენ ტრამვაი-მატარებლის მარშრუტების გაერთიანებას და ამ პროექტთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებს აგვარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები