Thumbnail
  • ალგორითმმა დაადასტურა, რომ ჰენრი VIII უილიამ შექსპირის და ჯონ ფლეტჩერის ერთობლივი ნაწარმოებია
  • დასკვნამდე ალგორითმმა ორი მწერლის შემოქმედება დეტალურად შეისწავლა

მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი დრამატურგის უილიამ შექსპირის შესახებ მწირი ბიოგრაფიული ფაქტები არსებობს. სწორედ ეს არის მისი შემოქმედების შესახებ არსებული სხვადასხვა ჰიპოთეზის და სპეკულაციების მიზეზი. არსებობს მოსაზრება, რომ უილიამ შექსპირი ფსევდონიმია, რომლის უკანაც გენიალური პიესების ნამდვილი ავტორი იმალება. კიდევ ერთი ჰიპოთეზით, უილიამ შექსპირმა ზოგიერთი პიესა სხვა ავტორებთან თანამშრომლობით დაწერა. ერთ-ერთი ნაწარმოები, რომლის ავტორობის საკითხიც მკვლევარებს შორის მუდმივად იწვევს კითხვებს არის პიესა ჰენრი VIII.

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის შუა პერიოდში ინგლისელმა მკვლევარებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ჰენრი VIII უილიამ შექსპირის და მწერალ ჯონ ფლეტჩერის ერთობლივი ნაწარმოებია. ბოლო პერიოდში ამ მოსაზრებას სულ უფრო მეტი მომხრე გამოუჩნდა. ჩეხმა მკვლევარმა პეტრ პლეშაკმა გადაწყვიტა ალგორითმის საშუალებით დაედგინა პიესის რომელი ნაწილია დაწერილი უილიამ შექსპირის მიერ. 

იმისათვის, რომ ალგორითმს საკუთარი დასკვნა დაედო, მან სრულად შეისწავლა დიდი ინგლისელი დრამატურგის შემოქმედება და სტილისტიკა. სისტემამ ასევე დაამუშავა ჯონ ფლეტჩერის ნაწარმოებები. როგორც გაირკვა, ფლეტჩერისთვის დამახასიათებელია მთელი რიგი ფრაზები, რომლებსაც უილიამ შექსპირი არასდროს იყენებდა, მაგალითად ye you-ს ნაცვლად ან ’em them-ნაცვლად. 

საბოლოოდ გაირკვა, რომ ჯერ კიდევ 1850 წელს ჯეიმს სპედინგის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ პიესის დაახლოებით ნახევარი ჯონ ფლეტჩერის დაწერილია, სწორია. ამის გარდა  პეტრ პლეშაკმა ჰენრი VIII-ს  ავტორობის კიდევ ერთი ვერსია გადაამოწმა. არსებობდა კიდევ ერთი ჰიპოთეზა, რომ ამ პიესის ავტორი დრამატურგი ფილიპ მესინჯერია. ალგორითმის ანალიზის შედეგად ეს ვერსია საერთოდ გამოირიცხა. 

კომენტარები

ბოლო ამბები