Thumbnail

Boston Dynamics-ის რობოტი მასაჩუსეტსის პოლიციაში დასაქმდა

  • კომპანიის რობოტი პოლიციამ რამდენიმე თვით იქირავა
  • Spot ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რობოტია, რომლის სერიული წარმოება 2019 წელს დაიწყო

Boston Dynamics ცნობილია უჩვეულო და ეგზოტიკური რობოტებით, რომლებიც სხვადასხვა ცხოველებს გვანან. კომპანიის  ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რობოტ Spot-ს ძაღლ რობოტად მოიხსენიებენ. 2019 წლის სექტემბერში Boston Dynamics-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Spot-ის სერიულ წარმოებას და გაყიდვას იწყებს. რობოტი ძაღლების გამოყენება რამდენიმე მიმართულებით შეიძლება, მათ შორის სამშენებლო მოედნებზე და პოლიციაში.

პირველი სამართალდამცავი უწყება, რომელმაც Boston Dynamics-ის რობოტის გამოყენება დაიწყო, მასაჩუსეტსის შტატის პოლიციაა. შტატის პოლიციამ ძაღლი რობოტი კომპანიისგან რამდენიმე თვით იქირავა,  რომ გაერკვია რამდენად არის შესაძლებელი Spot-მა პოლიციელებთან ერთად იმუშაოს. რობოტმა უკვე მიიღო მონაწილეობა ორ ოპერაციაში, თუმცა სამართალდამცავი სტრუქტურა ამ შემთხვევების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. 

ძაღლი-რობოტების შეძენას იაპონური კომპანიებიც გეგმავენ. Spot-ის რობოტებს ტოკიოში ცათამბჯენების მშენებლობაზე დაასაქმებენ. რობოტებს სხვადასხვა ინსტრუმენტების და სამშენებლო მასალების გადატანა დაევალებათ. როგორც ცდებმა აჩვენა, Spot წარმატებით ახერხებს სამშენებლო მოედანზე ორიენტაციას და ადამიანებთან ერთად მუშაობას.

კომენტარები

ბოლო ამბები