Thumbnail

Sound X - ახალი ჭკვიანი სპიკერი Huawei-სგან

  • მოწყობილობა ექსკლუზიურად ჩინური ტექნოლოგიური ბაზრისათვის იქმნება.
  • Sound X Huawei-სა და ფრანგული აუდიო კომპანია Devialet-ის თანამშრომლობის შედეგია. 

Huawei ჭკვიან ტექნოლოგიურ სპიკერს გამოუშვებს. Sound X - ასე ჰქვია მოწყობილობას, რომელზეც  მობილური ტექნოლოგიების  ჩინურმა მწარმოებელმა, აუდიო მოწყობილობების მწარმოებელ კომპანია Devialet-თან ერთად იმუშავა. აღსანიშნავია, რომ Devialet ფრანგული ბრენდია, რომელიც პრემიუმ ხარისხის სპიკერებით არის ცნობილი. 

Sound X-ს მრავალმხრივი შესაძლებლობები აქვს - ის შეასრულებს სახლის ჭკვიანი ასისტენტის ფუნქციას. მასში ასევე ინტეგრირებულია მაღალტექნოლოგიური, ე.წ, ჭკვიანი სახლის მართვის სისტემა, სპიკერს აქვს Huawei music-ის მხარდაჭერაც.

როგორც ცნობილია, ჭკვიანი სპიკერი ექსკლუზიურად ჩინეთის ტექნოლოგიური ბაზრისათვის იქმნება.  მისი წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. Sound X-ის ფასი 1,999 ჩინური იუანია, რაც 285 ამერიკული დოლარის ექვივალენტია. 

კომენტარები

ბოლო ამბები