Thumbnail

ჰარვარდის პროფესორი: ფეისბუქი და გუგლი ყველაფერს აკონტროლებენ

  • ამერიკელი მეცნიერები მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიური გიგანტები დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან
  • შოშანა ზუბოფი გამოსავალს მკაცრი საკანონმდებლო ბაზის შექმნაში ხედავს

ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი შოშანა ზუბოფი დარწმუნებულია, რომ ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა Facebook და Google თანამედროვე კაპიტალიზმის ვერსიას ქმნიან. წიგნში, რომელიც მეცნიერმა ცოტა ხნის წინ გამოუშვა, სწორედ ამ თემაზეა საუბარი. ნაშრომმა აქსელ შპრინგერის პრემია მოიპოვა. Business Insider-თან ინტერვიუში ზუბოფმმა დეტალურად ისაუბრა იმ საფრთხეზე, რომელსაც მისი აზრით ტექნოლოგიური გიგანტები მომხმარებელს უქმნიან.

მეცნიერის შეფასებით, პირველ ეტაპზე დასავლური საზოგადოება სრულად იყო მოხიბლული სერვისით, რომელსაც ინტერნეტ კომპანიები სთავაზობდნენ. თუმცა ბოლო პერიოდში დეზინფორმაციის ტირაჟირებამ და მომხმარებლის პირადი მონაცემების უკანონოდ გავრცელებამ ვითარება რადიკალურად შეცვალა. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორი მიიჩნევს, რომ Facebook, Google და Amazon აგროვებენ მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას და კაპიტალიზმის ახალ ვერსიას ქმნიან, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. 

რამდენიმე კომპანია აგროვებს ძალიან დიდ ინფორმაციას. ყველაფერი ეს კი კეთდება ერთადერთი მიზნით - რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ. ისინი მოქმედებენ ანტიდემოკრატიულად, ქმნიან სივრცეს, სადაც ყველაფერს ალგორითმები აკონტროლებენ. ამ კომპანიების მიერ მოპოვებული ინფორმაცია იმდენად დიდია, რომ მათ უბრალოდ ნებისმიერ ადამიანის გაკონტროლება შეუძლიათ. საბოლოო ჩვენ შეიძლება მივიღოთ ჩინეთის მსგავსი გარემო, სადაც თითოეული ინდივიდის ტოტალური კონტროლი და თვალთვალი მიმდინარეობს - შოშანა ზუბოფი, ჰარვარდის  ბიზნესის სკოლის პროფესორი. 

ამერიკელი მკვლევარი სკეპტიკურად აფასებს ტექნოლოგიური გიგანტების თვითრეგულაციის პერპექტივას. მისი აზრით იმისათვის, რომ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცული იყოს საჭიროა მკაცრი საკანომდებლო ბაზა. 

კომენტარები

ბოლო ამბები