Thumbnail

Ambient Mode - რა შესაძლებლობებს გთავაზობთ Google-ის ასისტენტის ახალი რეჟიმი

  • Ambient Mode ჭკვიანი ეკრანის ფუნქციას ააქტიურებს.
  • Ambient Mode-ის გააქტიურება Android 8.0-ისა და მის შემდგომ ვერსიებთან თავსებად მოწყობილობებზე იქნება შესაძლებელი.

Google-ის ჭკვიან ასისტენტს მალე ახალი რეჟიმი - Ambient Mode დაემატება. Google-მა Ambient Mode ორი თვის წინ, სექტემბერში გამართულ ღონისძიებაზე დააანონსა. ამჯერად კი, კომპანიამ Youtube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელის მეშვეობით მომხმარებლები ახალი რეჟიმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. 

Ambient Mode ჭკვიანი ეკრანის ფუნქციას ააქტიურებს. სმარტფონის დამუხტვისას, ეკრანზე ჩნდება მომხმარებლისათვის საჭირო სხვადასხვა ინფორმაცია - ამინდი, კალენდარი, დაგეგმილი და ჩანიშნული აქტივობები, აპლიკაციების  პლატფორმებზე მიღებული შეტყობინებები, ჭკვიანი სახლის მართვის ფუნქციები და ასე შემდეგ. 

როგორც სექტემბერში დაანონსდა, Ambient Mode თავდაპირველად ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე რამდენიმე მოწყობილობასთან არის თავსებადი, ესენია - Lenovo-ს ორი პლანშეტი: Yoga Smart Tab და the Smart Tab M8, ასევე Nokia-ს ორი სმარტფონი:  the Nokia 6.2 და  Nokia 7.2. ცნობილია ისიც, რომ Google ამ სიის გაზრდას აპირებს. Ambient Mode-ის გააქტიურება Android 8.0-ისა და მის შემდგომ ვერსიებზე მომუშავე მოწყობილობებზე იქნება შესაძლებელი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები