Thumbnail

Samsung ინოვაციური ტექნოლოგიით კონცერტების ტრანსლირებას გეგმავს

  • კონცერტის ტრანსლირების დროს ვირტუალური და გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიას გამოიყენებენ
  • პროექტში Samsung-თან ერთად LiveXLive Media მონაწილეობს

Samsung ვირტუალური და გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიის განვითარებას აგრძელებს. უკვე დღეს კომპანიას გააჩნია სერვისი Samsung XR, სადაც ვიდეო ჩანაწერს 360 გრადუსიანი კუთხით შეგიძლიათ უყუროთ. სულ მალე სამხრეთ კორეული კომპანია კიდევ ერთ სიახლეს დანერგავს. მომხმარებელს კონცერტების “ლაივ” რეჟიმში ხილვის შესაძლებლობა ექნება.

პროექტზე მუშაობა LiveXLive Media-სთან ერთად მიმდინარეობს. ამ კომპანიას 1500-მდე სხვადასხვა მუსიკალური ღონისძიების ტრანსლირების უფლება აქვს.  LiveXLive Media-ს ბიბლიოთეკაში არის არაერთი საინტერესო კონტენტი, მათ შორის ცნობილი მუსიკოსების ინტერვიუები. Samsung-ის ტექნოლოგიებთან გაერთიანებით LiveXLive Media მელომანებს სრულიად განსხვავებულ სერვისს შესთავაზებს. კონცერტების ტრანსლირება გაფართოებული რეალობის ფორმატში მოხდება, ვიდეო ჩანაწერის ყურება კი 360 გრადუსიანი კუთხით იქნება შესაძლებელი.

სამხრეთ კორეულ კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მომავალში მსგავსი კონტენტი სულ უფრო პოპულარული გახდება. ახალი ტექნოლოგიის განვითარებას დამატებით იმპულსს 5G ქსელის გავრცელება მისცემს.

კომენტარები

ბოლო ამბები