Thumbnail

რუსმა ფერმერებმა ძროხებს VR-თავსაბურავი დაუმაგრეს

  • ფერმერების მიზანია, ტექნოლოგიების დახმარებით, ძროხებს განწყობა გაუუმჯობესდეთ და მეტი რძე ჰქონდეთ. 
  • VR-თავსაბურავის დიზაინი სპეციალურად ცხოველის თავის ფორმისათვის შეიქმნა. 

ტექნოლოგიური მოწყობილობები თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს არის მრავალ მილიარდიანი ინდუსტრია, რომელშიც 21-ე საუკუნეში, ყველაზე დიდი ინვესტიციები იდება. თუმცა, ამ ინფორმაციის ფონზეც კი, საკმაოდ კომიკურად გამოიყურება ძროხა, რომელსაც ვირტუალური რეალობის თავსაბურავი უკეთია. 

რუსებმა უცნაური გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ  მიიპყრეს ტექნოლოგიური მედიის  ყურადღება - ამჯერად, საქმე რუსი ფერმერების ინიციატივას ეხება. მათ ძროხებს, სპეციალურად ცხოველის თავის ფორმისათვის შექმნილი ვირტუალური რეალობის თავსაბურავი დაუმაგრეს. როგორც ფერმერები განმარტავენ, თავსაბურავში ინტეგრირებული ვიზუალური და აუდიო მასალის დახმარებით, შესაძლებელია ძროხების განწყობის გაუმჯობესება და, შესაბამისად - მეტი რძის მიღება. 

როგორც ცნობილია, პროექტი ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს და იდეის ავტორები გვპირდებიან, რომ შედეგებს უმოკლეს ვადაში გაავრცელებენ. აღსანიშნავია, რომ ამ ამბავმა  ინტერნეტ მომხმარებლები  ნამდვილად კარგ ხასიათზე დააყენა.  ვირტუალური რეალობის თავსაბურავთან ერთად გადაღებულ  ძროხებს გავლენიანი გამოცემებიც გამოეხმაურნენ - „ეს არის დისტოპიური მომავალი, რომელზეც გაფრთხილებდით„ - ნათქვამია პოპულარული ტექნოლოგიური ონლაინ ჟურნალის -  The Verge-ის სტატიაში. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები