Thumbnail

NASA-მ მთვარის მოდულის პროტოტიპი წარმოადგინა

  • მოდული 2024 წელს არტემიდას პილოტირებული მისიისთვის უნდა გამოიყენონ
  • მთვარის მოდულის ალტერნატიულ პროექტზე Boeing-იც მუშაობს

2024 წელს შეერთებული შტატები მთვარეზე დაბრუნებას გეგმავს. 1969 წელს აპოლოს პროგრამის ფარგლებში პილოტირებული მისიის დროს მთვარეზე ფეხი პირველად მამაკაცმა დადგა. 2024 წელს ამ მისიას NASA ქალ ასტრონავტს დააკისრებს. პროგრამის სახელწოდებაც სწორედ აქედან გამომდინარე შეირჩა. არტემისი (იგივე არტემიდა) ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთი, აპოლონის ტყუპის ცალია. კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველომ იმ მოდულის პროტოტიპი წარმოადგინა, რომელიც დედამიწის თანამგზავრზე უნდა დაეშვას.

NASA-ში აღნიშნავენ, რომ მოდულის კონცეფციაზე მუშაობის დროს ძირითადი აქცენტი ეკონომიურობაზე და სიმარტივეზე გაკეთდა. მთვარეზე დასაშვებმა მოდულმა 300 კილოგრამამდე მასის მთვარემავალი უნდა გადაიყვანოს. 

ჩვენ გამოვიყენეთ ერთჯერადი სისტემები და მინიმალური მექანიზმები. ეს ტექნოლოგიები იმაზეა გათვლილი, რომ მთვარეზე დაშვების პროცესი მაქსიმალურად გაამარტივოს. ეს მისიის ურთულესი ეტაპია, ამიტომაც ამ მოდულს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ - ლოგან კენედი, პროექტის ხელმძღვანელი.

ასტრონავტების მთვარეზე გადაყვანის ალტერნატიული პროექტი NASA-ს ცოტა ხნის წინ Boeing-მაც შესთავაზა. აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოს კომპანია განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს. Boeing-ის ინჟინრების გათვლით, მოდული პირდაპირ მთვარის ზედაპირზე დაჯდება. ამ შემთხვევაში ორბიტალური სადგურის, Gateway-ს გამოყენება საჭირო აღარ გახდება.

კომენტარები

ბოლო ამბები