Thumbnail

Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი „ემოციების გამოხატვას“ შეძლებს

  • თუ თქვენმა საყვარელმა სპორტულმა გუნდმა წააგო, Alexa ამის შესახებ მოწყენილი ხმით გაცნობებთ. 
  • Alexa-ს, ამ ეტაპზე, 6 ემოციური ინტონაცია დაემატა.

Amazon-მა ხმოვანი ასისტენტი Alexa განაახლა და მას საინტერესო ფუნქცია დაამატა. მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტი განსხვავებული ინტონაციებით -  მოწყენილი/იმეგაცრუებული ან გახარებული/აღფრთოვანებული ხმით უპასუხებს. სიახლის შესახებ კომპანია Amazon-მა 26 ნოემბერს განაცხადა. 

Amazon-ის განმარტებით,  Alexa-ს პასუხის ინტონაცია მომხმარებლის კითხვაზე და შესაბამის პასუხზე იქნება დამოკიდებული. უფრო კონკრეტულად: თუ ასისტენტს სპორტული მატჩის შედეგებზე ჰკითხავთ და ხელოვნური ინეტელქტი არსებული მონაცემების საფუველზე დაადგენს, რომ თქვენმა საყვარელმა გუნდმა წააგო, პასუხს ემპათიური ინტონაციით მიიღებთ. 

მოწყენილი და მხიარული ინტონაციების ხარისხის მიხედვით, Amazon-მა Alexa-ს სისტემას საერთო ჯამში ემოციების გამომხატველი 6 ახალი ხმოვანი რეჟიმი დაამატა. თითოეული მათგანისათვის კი, კომპანიამ ვიდეოების სერია გამოაქვეყნა. გარდა ემოციურად გამომხატველი ტონალობებისა, კომპანია Amazon-მა  ინფორმაციული სიგნალიც განაახლა და მასაც დაამატა ტონალობები. 

კომენტარები

ბოლო ამბები