Thumbnail

Tesla ავტომობილის საქარე მინის გასაწმენდად ლაზერს გამოიყენებს

  • კომპანიამ ინოვაციური ტექნოლოგია უკვე დააპატენტა
  • სისტემას ასევე გამოიყენებენ მზის პანელების სახურავების გასაწმენდად

რამდენიმე დღის წინ ილონ მასკის კომპანიამ პიკაპ Cybertruck-ის პრეზენტაცია გამართა. თუმცა როგორც გაირკვა Tesla-ს კიდევ ერთი ფუტურისტული პროექტი აქვს. კომპანიამ დააპატენტა ავტომობილის საქარე მინის ლაზერით გაწმენდის  ტექნოლოგია. გამოგონების ავტორი მასკის კომპანიის თანამშრომელი ფიროზ დალალია. 

გამომგონებელი ინოვაციური ტექნოლოგიის მუშაობას ასე ხსნის: გამწმენდი სისტემის ნაწილია ლაზერული ოპტიკის აგრეგატი, რომელიც ლაზერის სხივს იმ მიმართულებით მიანათებს, სადაც საქარე მინა დასვრილია. სისტემის მართვის სქემა ლაზერის გამოსხივების პარამეტრებს განსაზღვრავს და მის სიმძლავრეს აკონტროლებს. შედეგად ლაზერი ჭუჭყს ეფექტურად აშორებს და მინას არ აზიანებს.

Tesla ასევე გეგმავს ინოვაციური მოწყობილობა მზის პანელების სახურავების გასაწმენდად გამოიყენოს. კომპანიამ მზის პანელების სახურავის განახლებული, მესამე ვერსია წელს გამოუშვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები