Thumbnail

იუპიტერის თანამგზავრზე გასაშვებ აპარატს ანტარქტიდაში ცდიან

  • NASA ევროპაზე გასაგზავნ აპარატს მკაცრ კლიმატურ პირობებში ცდის
  • იუპიტერის თანამგზავრზე ამ დრომდე არცერთი კოსმოსური ხომალდი არ დაშვებულა

იუპიტერის თანამგზავრი ევროპა მთვარეზე ოდნავ მცირეა. მისი ზედაპირი ყინულისგან შედგება და გლუვია. სწორედ აქედან წარმოიშვა ჰიპოთეზა, რომ მის ქვეშ არსებობს ოკეანე, სადაც შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს. NASA-მ ჰაბლის ტელესკოპის საშუალებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე განაცხადა, რომ ევროპაზე წყლის ორთქლი აღმოაჩინეს.

დღემდე ევროპის ზედაპირზე არც ერთი კოსმოსური ხომალდი არ დამჯდარა. კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ ობიექტის გამოსაკვლევად უკვე შეიმუშავა კონკრეტული გეგმა. NASA აპირებს იუპიტერის თანამგზავრზე ყინულის გაბურღვას და სინჯების აღებას. სწორედ ამ მისიისთვის ამზადებენ როვერ BRUIE-ს.

NASA-ს სპეციალისტების განცხადებით უნიკალურ აპარატს შეუძლია, როგორც ყინულზე გადაადგილება, ასევე წყალში ცურვა. ამჟამად როვერის გამოცდა ანტარქტიდაში  სამეცნიერო კვლევით ბაზა კეისიზე მიმდინარეობს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ დედამიწის ყველაზე ცივი კონტინენტი იდეალური ადგილია აპარატის გამოსაცდელად.  NASA იუპიტერის თანამგზავრზე კოსმოსურ ხომალდის გაგზავნას მომდევნო ათწლეულში გეგმავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები