Thumbnail

Apple-მა აპლიკაციებში ყირიმის რუკა რუსეთის მოთხოვნების შესაბამისად შეცვალა

  • აღნიშნული ცვლილებები მხოლოდ რუსეთის ტერიტორიიდან სისტემაში შესვლისას ჩანს.
  • Apple ოფიციალურ რუსეთთან მოლაპარაკებებს თვეების განმავლობაში აწარმოებდა. 

კომპანია Apple-მა რუსეთის ფედერაციის მოთხოვნები  დააკმაყოფილა და ყირიმის რუკა შეცვალა. ამიერიდან, Apple-ის აპლიკაციებში ყირიმის ნახევარკუნძული არა უკრაინის, არამედ რუსეთის შემადგენელ ნაწილად იქნება წარმოდგენილი. 

ცვლილება, ამ ეტაპზე, მხოლოდ რუსეთის ტერიტორიიდან სისტემაში შესვლისას ჩანს -  Apple-ის რუკისა და ამინდის აპლიკაციებში, ყირიმი რუსეთის ფედერაციას მიეკუთვნება, სხვა ქვეყნიდან შესვლისას კი, ნახევარკუნძული არც ერთი ქვეყნის ნაწილად არ არის წარმოდგენილი. ცვლილებას მალევე მოჰყვა ოფიციალური კრემლის გამოხმაურება - „Apple-ის მოწყობილობებზე ყირიმი და სევასტოპოლი უკვე ჩანს, როგორც რუსეთის ნაწილი" - აღნიშნულია განცხადებაში. 

Apple ოფიციალურ მოსკოვთან მოლაპარაკებებს თვეების განმავლობაში აწარმოებდა. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ფედერაციას შესთავაზა ყირიმი დამატებითი იდენტიფიკაციის -  როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის გარეშე ყოფილიყო ბაზაში წარმოდგენილი. თუმცა, დუმას უსაფრთხოებისა  და ანტი-კორუფციული კომიტეტეტების ხელმძღვანელმა ვასილ პისკარიოვმა Apple-ს განუცხადა, რომ ეს რუსეთის კონსტიუტუციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები იყო. საბოლოოდ, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგიური კომპანია დათმობაზე წავიდა, რუსეთის ინტერესები დააკმაყოფილა და ცვლილებები, არასრულად -  თუმცა მაინც განახორციელა. შეგახსენებთ, რომ ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ფედერაციამ სამხედრო ძალების გამოყენებით, 2014 წელს დაიპყრო. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები