Thumbnail

მეცნიერებმა პარკინსონის ადრეული დიაგნოზისათვის ტესტი შეიმუშავეს

  • წინასწარი დიაგნოზის პირობებში, ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ, დეგენერაციის პროცესი მნიშვნელოვნად დათრგუნონ. 
  • პარკინსონის ტესტი 2022 წელს გამოიცემა.

ავტრალიელი მეცნიერების ჯგუფმა სპეციალური კრებული შექმნა, რომელიც ექიმებს პარკინსონის ადრეულ დიაგნოსტიკაში დაეხმარება. კრებული ნახატების სერიებს და წერით დავალებებს აერთიანებს. როგორც ცნობილია, კრებულის შემქმნელებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას კომერციულ სტარტაპ Jesse Medical-თან და სწორედ მასთან თანამშრომლობით, ტესტი 2022 წელს გამოიცემა.

პარკინსონი ერთ-ერთი ყველაზე რთული დაავადებაა, რომლის წინასწარი დიაგნოზი და რისკ-ჯგუფის ზუსტად გამოყოფა აქამდე შეუძლებელი იყო. სამედიცინო სპეციალისტები მხოლოდ მაშინ ადგენენ დაავადებს, როდესაც სიმპოტომები სახეზეა. არსებული სიმპტომების  შემთხვევაშიც კი, რთულდება ზუსტი დიაგნოზი დაავადების კომპლექსური ხასიათიდან გამომდინარე. 

აღნიშნული ტესტი მედიცინის ისტორიაში მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს, რამდენადაც წინასწარი დიაგნოზის პირობებში, ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ, ფარმაკოლოგიური მკურნალობით ორგანიზმის ბიოლოგიური და ფსიქიკური ნიშნების დაქვეითების პროცესი მნიშვნელოვნად დათრგუნონ და შეანელონ. პარკინსონის წინასწარი დიაგნოზირების ტესტი ხანგრძლივი კვლევისა და დაკვირვების შედეგად შემუშავდა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები