Thumbnail

Airbus-მა არწივის ფრთებით შთაგონებული თვითმფრინავის კონცეპტი წარადგინა

  • Bird of Prey ჰიბრიდული საჰაერო ხომალდია.
  • თვითმფრინავის  კონცეფცია ბიომიმეტრიული პრინციპით შეიქმნა.

ერთ-ერთმა უმსხვილესმა საავიაციო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანია Airbus-მა ახალი თვითმფრინავის კონცეპტი წარადგინა. Bird of Prey ასე ჰქვია თვითმფრინავის მოდელს, რომლის ფრთები არწივის ფრთებით არის შთაგონებული. Airbus-მა კონცეპტი დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ სამხედრო საჰაერო შოუს -  Royal International Air Tattoo-ს ფარგლებში წარადგინა. 

Bird of Prey ჰიბრიდულ-ელექტრული საჰაერო ხომალდია, რომელიც ტურბო პროპელერით არის აღჭურვილი. როგორც შემქმნელებმა აღნიშნეს, საფრენი აპარატის  მუშაობისა და დიზაინის კონცეფცია ბიომიმეტრიული პრინციპით შეიქმნა, რაც ნიშნავს, რომ ის არწივის ან შევარდენის ფრენის მექანიზმზეა დაფუძნებული. 

როგორც კომპანია Airbus-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ჯერჯერობით მხოლოდ კონცეპტია და მომავლის პროექტად განიხილება, თუმცა ამ იდეების პრაქტიკაში დანერგვა სავსებით შესაძლებელია. Bird of Prey საჰაერო ხომალდების დიზაინში ახალ სტანდარტებსაც დანერგავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები