Thumbnail

NETFLIX-ის მომხმარებლებს გაუქმებული ანგარიშები ნებართვის გარეშე გაუაქტიურდათ

  • BBC-ის ცნობით, გარკვეული რაოდენობის მომხმარებლების ინფორმაციაზე წვდომა ჰაკერებმა მოიპოვეს.
  • NETFLIX მომხმარებლის ყველა პრეტენზიაზე დროული რეაგირების პირობას დებს. 

სტრიმინგ სერვის  NETFLIX-ზე, იმ მომხმარებლებს, ვისაც სერვისით სარგებლობა გაუქმებული ჰქონდათ, ანგარიშები  ნებართვის გარეშე გაუაქტიურდათ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ნებისმიერი გამომწერი კვლავ შეძლებს ანგარიშის გაუქმებას და წაშლასაც კი, თუკი, კომპანიას ელექტრონული ფოსტით გაუგზავნის ოფიციალურ  მოთხოვნას. 

როგორც BBC იუწყება,  გაირკვა, რომ ჰაკერებმა გარკვეული რაოდენობის მომხმარებლების ინფორმაციაზე მოიპოვეს წვდომა და გაუქმებული ანგარიშები სწორედ მათ აღადგინეს. გამომწერებმა ამის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადეს. როგორც ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, მისი ნებართვის გარეშე, უცხო პირებმა ყველაზე ძვირადღირბეული სერვისი გაუაქტიურეს, ამასთან ერთად, სისტემაში შესვლის მონაცემებიც შეცვალეს. 

აღნიშნული შემთხვევების შემდეგ,  NETFLIX-ის მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით არაერთი კრიტიკა გამოითქვა. კომპანიის განმარტებით სერვისის მართვა ნებისმიერი გამომწერისათვის მარტივი უნდა იყოს. ამასთან ერთად, მომხმარებლების ინფორმაციის უსაფრთხოება პრიორიტეტული საკითხია, ამიტომ ყველა საჩივარს უმოკლეს ვადებში განიხილავენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები