Thumbnail

2028 წელს ლოს ანჯელესში ელექტრომობილების წილი 30 პროცენტამდე გაიზრდება

  • ქალაქის ხელმძღვანელობამ ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად გეგმა შეიმუშავა
  • 2028 წელს ლოს ანჯელესში გაყიდული ავტომობილების 80 პროცენტი ელექტრომობილებზე მოვა 

ლოს ანჯელესის მოსახლეობა 4 მილიონს აღწევს, გარეუბნებიანად კი მეგაპოლისში 12 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. კალიფორნიის ყველაზე დიდ ქალაქში მწვავედ დგას ჰაერის დაბინძურების პრობლემა. ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზი ტრანსპორტია. მეგაპოლისის ხელმძღვანელობამ ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად სპეციალური გეგმა შეიმუშავა.

2028 წლისთვის ლოს ანჯელესმა სათბური აირების გამოყოფა 25 პროცენტით უნდა შეამციროს. ამით ქალაქი პარიზის კლიმატური შეთანხმების პირობებს გადაჭარბებით შეასრულებს. 2028 წელს ლოს ანჯელესში ელექტრომობილების წილმა 30 პროცენტი უნდა შეადგინოს. ქალაქის ხელმძღვანელობას სურს, რომ ამ დროისათვის ყოველი ათი გაყიდული ავტომობილიდან რვა ელექტრომობილი იყოს. 

ლოს ანჯელესის მერის ერიკ გარსეტის განცხადებით პროგრამა Zero Emissions მაგალითი უნდა გახდეს შეერთებული შტატების სხვა დიდი ქალაქებისათვის გლობალური დათბობის წინაამღდეგ ბრძოლაში. 2028 წელს მეგაპოლისი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ქალაქის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ სიახლეს დანერგავს. მგზავრები ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები