Thumbnail

Apple აპლიკაციებისათვის სადავო საზღვრების საკითხს სიღრმისეულად განიხილავს

  • ყირიმის რუკაში ცვლილებების შემდეგ, Apple მსოფლიო დემოკრატიულმა საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა.
  • Apple-ის განცხადებით, რუკის ცვლილებისას, კომპანია სამართლებრივ ნორმებს დაეყრდნობა. 

რამენიმე დღის წინ, ტექნოლოგიური სექტორის გიგანტმა კომპანია Apple-მა რუსეთის ფედერაციის მოთხოვნები  დააკმაყოფილა და ყირიმის რუკა შეცვალა.  Apple-ის ამ გადაწყვეტილებამ, როგორც აღმოჩნდა, კმაყოფილი მხოლოდ ოფიციალური კრემლი დატოვა, მსოფლიო საზოგადეობისგან კი, კომპანიის მისამართით მწვავე კრიტიკა გამოითქვა. აღნიშნული მოვლენების შემდეგ,  Apple-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ე.წ  სადავო საზღვრების საკითხი სიღრმისეულად განიხილოს და ამის შემდეგ გადაწყვეტოს, თუ როგორ იქნებიან ისინი წარმოდგენილი რუკისა და ამინდის აპლიკაციებში. 

როგორც კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები  კრიტიკის საპასუხოდ აცხადებენ, Apple  ცვლილებებისას, სამართლებრივ რეგულაციებს ეყრდნობა, სწორედ ამიტომ, ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილად მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა მომხმარებელი სისტემაში რუსეთის ტერიტორიიდან შედის. მედიისა და საზოგადოებისათვის  მაინც ბუნდოვანია, რა ლოგიკას ეყრდნობა კომპანია Apple აღნიშნული განცხადებისას, როცა ყირიმს დემოკრატიული სახელმწიფოები და ორგანიზაციები ანექსირებულ ტერიტორიად განიხილავენ. 

Apple-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, საზღვრების გადახედვისას, კომპანიის იურისტები საერთაშორისო, შტატების და შესაბამისი სახელმწიფოს სამართლებივ სისტემას გაითვალისწინებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ინდივიდუალურად, კანონებზე დაყრდნობით მიიღებენ. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები