Thumbnail

დუბაის პოლიცია Tesla-ს Cybertruck-ს შეიძენს

  • Tesla-სა და დუბაის შორის შეთანხმება 2020 წელს ოფიციალურად გაფორმდება.
  • ელექტრო პიკაპით დუბაის პოლიციის ფლოტი 2021 წლიდან აღიჭურვება. 

დუბაის პოლიციამ სახელი უკვე გაითქვა  სისტემაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით. ამჯერად, დუბაის პოლიცია კომპანია Tesla-ს ახალ ფუტურისტულ ელექტრო პიკაპს -  Cybertruck-ს შეიძენს. როგორც დუბაის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლები აანონსებენ, Tesla-სა და დუბაის შორის შეთანხმება 2020 წელს გაფორმდება, ელექტრო პიკაპით  კი,  პოლიციის ფლოტი უკვე 2021 წლიდან აღიჭურვება. 

დუბაის პოლიცია მრავალჯერ გააკრიტიკეს არაპრაქტიკული ნაბიჯების გამო. როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი აფასებს, ძვირადღირებული ავტომობილებისა თუ სხვადასხვა მოწყობილობის შესყიდვა, პოლიციის ფუნქციას არ აუმჯობესებს -  ეს მხოლოდ ერთგვარი პრეზენტაციაა და კრიმინალებთან უფრო ეფექტიანად ბრძოლის მიზანი აქ არაფერ შუაშია. 

მიუხედავად ამისა, Tesla-ს Cybertruck-ის პოლიციის სატრანსპორტო სისტემაში დანერგვა სულაც არ არის ლოგიკას მოწყვეტილი. ტექნიკური მახასიათებლებისა და  კორპუსის განსაკუთრებული გამძლეობიდან გამომდინარე, ავტომობილი პოლიციას სხვადასხვა ოპერაციის წარმართვას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები