Thumbnail

ჩინეთის ახალი რეგულაცია სმარტფონის მფლობელებს სახის სკანირებას ავალდებულებს

  • როგორც ოფიციალური პეკინი აცხადებს,  სახის სკანირების მიზანი მომხმარებელთა დაცვაა.
  • ექსპერტების შეფასებით, რეგულაციების რეალური მიზანი მოქალაქეთა გაკონტროლებაა.

ჩინეთში მობილური სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებით, ახალი რეგულაციები ამოქმედდა. 2019 წლის 1 დეკემბრიდან, ჩინეთის მოქალაქეები მობილური მოწყობილობების სისტემაში შესვლისას, სახის სკანირებას გაივლიან. უფრო კონკრეტულად -  მომხმარებლებს აღნიშნული ვალდებულება წარმოეშობათ მაშინ, როდესაც ისინი სისტემას განაახლებენ, ან ახალ სმარტფონში გადაწყვეტენ საკუთარი მონაცემების ინტეგრირებას და სერვისით სარგებლობას. 

როგორც ოფიციალური პეკინი აცხადებს,  სახის სკანირების მიზანი კიბერსივრცეში  ჩინეთის მოქალაქეებისათვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების შექმნა და მათი ინფორმაციის დაცვაა.  ტექნოლოგიური ექსპერტები და მედია მიმომხილველები კი მიიჩნევენ, რომ რეალურად, რეგულაციების მიზანი მოქალაქეთა გაკონტროლებაა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობა პირველად არ ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს მოქალაქეთა უფლებები, მათ შორის ინტერნეტ სივრცეში. მაგალითად, 2017 წლიდან მოქმედებს რეგულაცია, რომლის  მიხედვით ინტერნეტ პლატფორმებზე ნებისმიერი მასალის გამოქვეყნებისათვის,  მომხმარებელი ვალდებულია იდენტიფიკაცია გაიაროს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები