Thumbnail

FBI FaceApp-ის შესახებ განცხადებას ავრცელებს

  • FBI-ის განცხადებით, FaceApp-ს კონტრდაზვერვის სამსახურებთან აქვს კავშირი. 
  • მსგავს სამსახურებთან კავშირი, რუსეთში შექმნილი სხვა აპლიკაციების შემთხვევაშიც იკვეთება.

რამდენიმე თვის წინ, აპლიკაციების  სადისტრიბუციო ბაზებში ახალი აპლიკაცია -  FaceApp გამოჩნდა, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა. FaceApp სმარტფონის თითქმის  ყველა აქტიურმა მომხმარებელმა გადმოწერა. მალევე, ამერიკის სპეციალურმა სამსახურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ FaceApp რუსეთში შექმნილი აპლიკაცია იყო და ოპერაციულ სისტემაში მისი ინტეგრირებით, მომხმარებლები საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე გარეშე პირებს აძლევდნენ წვდომას. 

აპლიკაციის ირგვლივ ხმაური პირველად სენატორი ჩაკ შუმერის განცხადებამ გამოიწვია, სწორედ მან მიმართა საგამოძიებო ორგანოს.  მიმართვას შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს მხრიდანაც მოჰყვა რეაგირება და გამოძიება დაიწყო. ახლახანს კი, FBI-მ განცხადება გააკეთა და გამოძიების პირველი ეტაპის შედეგებზე დაყრდნობით ოფიციალური დასკვნა გაავრცელა. როგორც ფედერალური ბიუროს დეტექტივები იუწყებიან, არსებობს რეალური ნიშნები იმისა, რომ FaceApp-ს კონტრდაზვერვის სამსახურებთან აქვს კავშირი, შესაბამისად, ის ამერიკის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და მთავრობისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც FBI-ს დასკვნაშია აღნიშნული, მსგავს სამსახურებთან კავშირი იკვეთება არამხოლოდ ამ კონკრეტული აპლიკაციის, არამედ რუსეთში შექმნილი სხვა აპლიკაციების შემთხვევაშიც. შეგახსენებთ, რომ FaceApp ერთი შხედვით, უწყინარი აპლიკაციაა, რომლის ბაზაში ფოტოს ინტეგრირებით, ხელოვნური ინტელექტი გამოსახულებას აბერებს, ან  სხვაგვარი ვიზუალური მანიპულაციით სთავაზობს მომხმარებელს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები