Thumbnail

Apple-მა 2019 წლის საუკეთესო აპლიკაციები და თამაშები დაასახელა

  • iPhone-ის მფლობელთა არჩევანის მიხედვით, უფასო აპლიკაციების ლიდერი Youtube აღმოჩნდა.
  • გარდა მომხმარებლის რჩეული აპლიკაციებისა, Apple-მა სპეციალურ ნომინაციებში გამარჯვებულებიც გამოავლინა.

ტექნოლოგიური სექტორის გიგანტმა კომპანია Apple-მა ნიუ-იორკში ღონისძიება გამართა, რომელზეც  ყოველწლიური სარეიტინგო სია გამოავლინა და 2019 წლის საუკეთესო აპლიკაციები და თამაშები დაასახელა. სარეიტინგო სიამ App store-დან ყველაზე ხშირად გადმოწერილი აპლიკაციები გააერთიანა. 

iPhone-ის მფლობელთა აქტივობის მიხედვით, უფასო მობილური აპლიკაციების ლიდერ სამეულში YouTube, Instagram და Snapchat მოხვდნენ. რაც შეეხება თამაშებს, სმარტფონების მფლობელები, წლის განმავლობაში, ყველაზე ხშირად Mario Kart Tour-ს, Color Bump-ს და 3Daquapark.io-ს იწერდნენ.

Apple-მა რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულებიც დაასახელა: iPhone-ისათვის განკუთვნილი საუკეთესო აპლიკაციის ნომინაციაში Spectre Camera-მ გაიმარჯვა. ეს არის კამერის აპლიკაცია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, მომხმარებელს ფოტოს პროფესიონალურად გადაღების საშუალებას აძლევს. წლის მობილურ თამაშად კი -  Sky: Children of the Light დასახელდასრული  სია Apple-ის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული

 

კომენტარები

ბოლო ამბები