Thumbnail

Google-ის დამფუძნებლები კორპორაციის წამყვან პოზიციებს ტოვებენ

  •  2015 წლიდან, Alphabet Google-ის მშობელი კომპანიაა.
  • კორპორაცია Alphabet-ს Google-ის ხელმძღვანელი - სანდარ პიჩაი ჩაუდგება სათავეში. 

Google-ის დამფუძნებლებმა - ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა განაცხადეს, რომ კომპანიის წამყვან პოზიციებს ტოვებენ. პეიჯი და ბრინი აქამდე ტექნოლოგიური სექტორის წამყვანი პლატფორმის -  Google-ის მშობელ კომპანია Alphabet-ს ხელმძღვანელობდნენ. მათ აღმასრულებელი დირექტორისა და პრეზიდენტის პოზიციები ეკავათ. როგორც Google-ის დამფუძნებლები აცხადებენ, ისინი კომპანიის ბორდში ადგილს უცვლელად შეინარჩუნებენ. 

რაც შეეხება Alphabet-ის ბედს, მას სათავეში ჩაუდგება Google-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი -  სანდარ პიჩაი. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, პეიჯისა და ბრინის გადაწყვეტილება არ ნიშნავს ორგანიზაციაში მათი პოზიციების შესუსტებას - დამფუძნებლები ჩვეულად ჩაერევიან კომპანიის საქმიანობაში და იზრუნებენ სამომავლო განვითარებაზე. 

Alphabet 2015 წელს, Google-ის რესტრუქტურიზაციის ეტაპზე შეიქმნა. ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა Google სწორედ მას  დაუქვემდებარეს და კორპორაციის მართვაც თავად დაიწყეს. სწორედ ამავე პერიოდში -  2015 წელს, პეიჯმა და ბრინმა სანდარ პიჩაი Google-ის ახალ ხელმძღვანელად დაასახელეს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები