Thumbnail

McDonald's-ის ყავის ნარჩენებს Ford წარმოებაში გამოიყენებს

  • ყავის ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ბიომასალისგან, Ford ავტომობილის ნაწილებს დაამზადებს.
  • ამ ნაბიჯით, Ford მნიშვნელოვნად შეამცირებს ავტოწარმოებაში გარემოსათვის მავნე ნივთიერებების წილს. 

ამერიკული კომოპანია Ford კლიმატის ცვლილებების საპასუხოდ, ავტოწარმოებაში ახალ ეტაპს იწყებს. Ford-მა McDonald's-თან თანამშრომლობა დაიწყო, რომლის ფარგლებში, სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილეს ქსელში დარჩენილი ყავის მარაგს ავტომობილის ნაწილების დამზადებისას გამოიყენებს. 

McDonald's-ის ყავის ნარჩენები Ford-ის ლაბორატორიაში გადაიგზავნება, სადაც ეს მარაგი გადამუშავდება. Ford-ის განცხადებით, მიღებული ბიომასალის გამოყენებით დამზადებული ნაწილები მსუბუქი და, შესაბამისად, მოხერხებულია. გარდა ამისა, ავტოწარმოებაში მნიშვნელოვნად შემცირდება გარემოსათვის მავნე ნივთიერებების წილი. 

უკანასკნელი სტატისტიკის მიხედვით, ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების საქმიანობაში ახალი ტენდენციები მნიშვნელოვნად შეიმჩნევა. როგორც Ford-ის ოფიციალური წარმომადგენლები იუწყებიან, კომპანიის მიზანია, უახლოეს მომავალში სრულად გადავიდეს წარმოებაში გადამუშავებული ნარჩენების გამოყენებაზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები