Thumbnail

Snapchat-მა Gucci-ის ბრენდის ქვეშ ჭკვიანი სათვალე გამოუშვა

  • კომპანია ექსკლუზიური მოდელის 50 წყვილს გამოუშვებს.
  • სათვალის მეშვეობით, Snapchat  საიმიჯო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებას მოაწყობს.

Snapchat-მა ჭკვიანი სათვალის - Spectacles 3-ის სპეციალური ხაზი გამოუშვა, რომლის დიზაინზეც მოდის სახლმა Gucci-მ იმუშავა. Gucci-ის ბრენდის ქვეშ გამოშვებული ტექნოლოგიური აქსესუარი ექსკლუზიურ მოდელს წარმოადგენს. სათვალის ჩარჩოს დიზაინი Spectacles 3-ის რეგულარული ვერსიის მსგავსია, შუშებზე კი Gucci-ის ლოგოებია დატანილი. 

სათვალეები მაიამიში დაგეგმილი სახელოვნებო ბაზრობის -  Art Basel festival-ისათვის შეიქმნა და ლიმიტირებული რაოდენობით  - მხოლოდ  50 წყვილი გამოვა. მისი მეშვეობით, დახურული ღონისძიების  სტუმრები Snapchat-ის საიმიჯო მოკლემეტრაჟიან ფილმს ნახევან, რომელიც დამატებითი რეალობის ტექნოლოგიით შეიქმნა. 

რაც შეეხება Spectacles 3-ის რეგულარულ ვერსიას - ის კომპანიამ 2019 წლის ნოემბერში წარადგინა. სათვალე მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რეალური გამოსახულება Snapchat-ის ბაზასთან დააკავშიროს და მასში სხვადასხვა ობიექტის ციფრული გამოსახულების ინტეგრირება მოახდინოს. Spectacles 3-ის ძირითადი ვერსიის ფასი 380 ამერიკული დოლარია. რაც შეეხება Gucci-სთან კოლაბორაციას, ექსკლუზიური მოდელი ერთჯერადი სარეკლამო კამპანიის ნაწილია და გაურკვეველია, გაიყიდება თუარა ლიმიტირებული მოდელი. შესაბამისად, ამ ეტაპზე, უცნობია მისი ღირებულებაც. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები