Thumbnail

ბრიტანელი მეცნიერები ექსპერიმენტულ მარსმავალზე მუშაობენ

  • ტექნოლოგია, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი პროექტის ნაწილი გახდეს. 
  • ამჟამად, მეცნირები სპეციალურ ლაბორატორიაში რობოტის პროტოტიპზე მუშაობენ. 

ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი ტექნოლოგიის გამოცდა დაიწყეს, რომელმაც, შესაძლოა, მარსიდან დედამიწაზე ნიმუშები ჩამოიტანოს. უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება მავალს, რომელიც წითელ პლანეტაზე, პატარა კლდოვანი ფრაგმენტების ამოცნობას და მათ შეგროვებას შეძლებს. კვლევითი ჯგუფის მიზანია, მასშტაბურ  პროექტს შეუერთდნენ, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის კოსმოსური სააგენტოები ერთობლივად ახორციელებენ. 

როგორც მეცნიერები განმარტავენ, ნიმუშების ლაბორატორიაში შესწავლა საუკეთესო გზაა, რათა სპეციალისტებმა მარსზე სიცოცხლის არსებობის დადასტურება შეძლონ. პროექტის წარმატების შემთხვევაში, ტექნოლოგია შესაძლოა, ინტეგრირდეს მისიაში, რომლის გაშვებაც 2026 წლისათვის იგეგმება. 

ამჟამად, მეცნიერები სპეციალურ ლაბორატორიაში ტექნოლოგიის პროტოტიპის  „წვრთნის“ პროცესში არიან. წითელი პლანეტის ზედაპირის მსგავსად მოწყობილ სიმულაციურ გარემოში, რობოტის პრტოტოტიპი ობიექტების ამოცნობას და მათ შეგროვებას სწავლობს. კვლევითი ჯგუფის სპეციალისტების განცხადებით, პროექტის საბოლოო მზიანია, მარსმავალმა ადამიანის ჩარევის გარეშე, სრულყოფილად შეძლოს მისიის შესრულება. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები