Thumbnail

Coca-Cola-მ თემატური სერია გამოუშვა, რომლის ეტიკეტი შეხებისას ანათებს

  • ეტიკეტში  OLED განათების ტექოლონოგიაა ინტეგრირებული. 
  • თემატური სერია ბაზარზე 6-დან, 22 დეკემბრამდე პერიოდულად ჩაეშვება. 

2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კინო მოვლენის სარეკლამო კამპანიაში კიდევ ერთი ბრენდი ჩაერთო.  Star Wars:The Rise of Skywalker-ის მსოფლიო კინოპრემიერამდე 2 კვირით ადრე, Coca-Cola-მ  უალკოჰოლო გაზიანი სასმლის ლიმიტირებული სერია გამოუშვა, რომლის ეტიკეტში OLED განათების ტექოლონოგიაა გამოყენებული. 

ეტიკეტებზე Star Wars-ის მთავარი გმირები - რეი და კაილო რენი არიან  გამოსახული, რომლებსაც ხელში უჭირავთ ფილმის ერთ-ერთი ცნობილი საბრძოლო იარაღი - მანათობელი ხმალი. ეტიკეტზე შეხებისას, ხმლები ანათებენ ისე, როგორც  ფილმის სხვადასხვა საკულტო სცენაში გვახსოვს. კინოსურათისაგან  განსხვავებით, ამას ზებუნებრივ ძალებთან კავშირი, ცხადია, არ აქვს - ეტიკეტის დამზადებისას, სპეციალისტებმა  ორგანული შუქდიოდები, იგივე OLED განათება გამოყენეს.

პროექტზე ბერლინურმა სტარტაპმა  - Inuru-მ იმუშავა. როგორც სტარტაპის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ინტეგრირებული შუქდიოდები ეკო-მეგობრულია, რამდენადაც, წამრმოებისას იშვიათი ორგანული მეტალები არ გამოყენებულა.  Star Wars:The Rise of Skywalker-ის თემატური სერიის ფარგლებში, Coca-Cola-მ უშაქრო კოკა-კოლის ლიმიტირებული რაოდენობა გამოუშვა, რომელიც ბაზარზე 6 დეკემბრიდან, 22 დეკემბრამდე პერიოდულად ჩაეშვება. აღსანიშნავია, რომ ეტიკეტი განათებას მხოლოდ 500-ჯერ შეძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები