Thumbnail

Nokia-ს სამარკო ნიშნით პირველი ჭკვიანი ტელევიზორი გამოვიდა

  • ტელევიზორი 55-დიუმიანი ულტრა HD(4K) LED ეკრანით არის აღჭურვილი.
  • მოწყობილობის ფასი 589 ამერიკული დოლარია.

როდესაც Nokia-ს სახელი გვესმის, მობილური მოწყობილობები გვახსენდება. თუმცა, ამჯერად, კომპანიის ბრენდის ქვეშ, ტექნოლოგიურ ბაზარზე სრულიად სხვა პროდუქტი - ახალი თაობის ჭკვიანი ტელევიზორი გამოჩნდება. ინდურმა კომპანია Flipkart-მა Nokia-სთან ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმა, რის საფუძველზეც, სმარტ ტელევიზორს სწორედ Nokia-ს სამარკო ნიშნით გამოუშვებს.

Flipkart-ის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ტელევიზორის აღნიშნულ  მოდელზე მუშაობისას, ორი ძირითადი კრიტერიუმით ხელმძღვანელობდნენ  - ტექნოლოგიური სექტორის მოთხოვნები და ფასი, რომელიც საშუალო კლასისათვის უნდა იყოს მისაღები. სწორედ ამიტომ, ახალი პროდუქტი ხარისხთან ერთად, მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასს შესთავაზებს.

Nokia-ს ჭკვიანი ტელევიზორი 55-დიუმიანი ულტრა HD (4K) LED ეკრანით არის აღჭურვილი და თავსებადია ანდროიდის ოპერაციულ სისტემასთან. ტელევიზორში ინტეგრირებულია ორი სპიკერი, რომელიც მაღალი  ხარისხის აუდიო სისტემას უზრუნველყოფს. აღნიშნული პროდუქტი, სპეციალურად ინდური ტექნოლოგიური ბაზრისათვის შეიქმნა. მოწყობილობა გაყიდვაში 2019 წლის 10 დეკემბერს ჩაეშვება და მისი ფასი 41,999 რუპია იქნება -  რაც 589 ამერიკული დოლარის ეკვივალენტია. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები