Thumbnail

Uber-ის კვლევაში სექსუალური ძალადობის 6000-მდე შემთხვევა გამოვლინდა

  • კვლევა 2017-2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა.
  • შედეგების მიხედვით, ძალადობის მსხვერპლთა 45% მძღოლია. 

კომპანია Uber-მა სერვისის უსაფრთხოების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც სექსუალური შევიწროების შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი გამოიკვეთა. აღნიშნული კვლევა  შეერთებული შტატების მასშტაბით, 2017-2018 წლების მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა. გამოქვეყნებულ განცხადებაში, სექსუალური ძალადობის 5 კატეგორია გამოიყო, მათ შორის არის როგორც შევიწროებისა და ფსიქიკური ძალადობის, ასევე სექსუალური ძალადობის შემთხვევები. 

შედეგების მიხედვით, ძალადობის მსხვერპლთა შორის,  არამხოლოდ მგზავრები, არამედ მძღოლებიც აღმოჩნდნენ. საერთო სტატისტიკით,  სულ 6,000-მდე სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა -  მსხვერპლთა 45% კი, Uber-ის ბაზაზე მომუშავე მძღოლია.

კომპანიის განმარტებით, მსხვერპლთა თითქმის სრული უმრავლესობა ქალია. გარდა ამისა, Uber-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კვლევის შედეგები სრულ სურათს ვერ ასახავს, რამდენადაც ძალადობის სხვერპლები ხშირად შეტყობინებისაგან თავს იკავებენ. ბოლო პერიოდში, Uber-ის მომსახურების ხარისხის ირგვლივ, არაერთი კრიტიკა გამოითქვა. ნოემბერში,  კომპანიას ლონდონში ოპერირების ლიცენზიაც ჩამოერთვა. ლონდონის ტრანსპორტის მარეგულირებელი სააგენტოს განმარტებით, აპლიკაცია  მომხმარებლის უსაფრთხოებაზე სათანადოდ ორიენტირებული არ იყო, შესაბამისად, ის ლიცენზიის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები