Thumbnail

ახალი კვლევის თანახმად, ოკეანეებში ჟანგბადის რაოდენობა კრიტიკულად შემცირდა

  • ჟანგბადის შემცირება ოკეანეების წყლების ტემპერატურის ზრდამ გამოიწვია.
  • როგორც მეცნიერები განმარტავენ, კვლევის შედეგების გათვალისწინებით, ზღვის ბინადარ არაერთ სახეობას გადაშენება ემუქრება. 

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გლობალურმა ორგანიაციამ - „ბუნების დაცვის საერთაშორისო გაერთიანებამ“ (IUCN) ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც მეცნიერები იუწყებიან, გლობალური დათბობის გამო, ოკეანეების წყლებში ჟანგბადის რაოდენობა კრიტიკულად შემცირდა. სპეციალისტების განმარტებით, ჟანგბადის დაბალი მაჩვენებელი წყლების მაღალი ტემპერატურის პირდაპირი შედეგია. 

კვლევის ფარგლებში,  ოკეანეების 700-მდე სხვადასხვა პერიფერია შეისწავლეს. შედეგები განსაკუთრებით საგანგაშოა გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩატარებული კვლევის მონაცემებთან მიმართებით. როგორც პროექტზე მომუშავე სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს პროცესი ყოველდღიურად უარესდება და, საბოლოოდ, ზღვის ბინადარ უამრავ სახეობას გადაშენება ემუქრება. რისკ ჯგუფშ, სხვა მრავალ სახეობასთან ერთად, ზვიგენებიც არიან, რომლებიც დედამიწის ეკოსისტემის უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენენ. 

მეცნიერების განმარტებით, აღნიშნული შედეგები ტემპერატურის მატებასთან ერთად, იმ ქიმიური ნარჩენების ბრალია, რომლებიც ოკეანეებში ხვდება და გარემოს აბინძურებს. უკანასკნელ 50 წელიწადში, მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით გაიზარდა სამრეწველო ქარხნების რიცხვი. ბუნების დაცვის საერთაშორისო გაერთიანების განცხადებით, სათანადო რეგულაციების არარსებობამ კაცობრიობა ეკოლოგიური კატასტროფის პირას მიიყვანა, რომლის თვალსაჩინო მაგალითი აღნიშნული კვლევის შედეგებია. ორგანიზაციის წარმომადგენლები და კვლევით პროექტში ჩართული მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ერთადერთი გამოსავალი სახელმწიფოების სწორი პრიორიტეტებია - სტრატეგიული ცვლილებები, რომლებიც ეკოლოგიური კატასტროფის წინააღმდეგ იქნება მიმართული. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები