Thumbnail

ილონ მასკი ლოს-ანჯელესში Cybertruck-ის მართვისას დააფიქსირეს

  • მასკი Cybertruck-ის პროტოტიპს სატესტო რეჟიმში მართავდა.
  • ფოტო და ვიდეო მასალა ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

2019 წლის  21 ნოემბერს, Tesla-მ ახალი ელექტრო პიკაპი - Cybertruck წარადგინა. ამ დღის შემდეგ, ელექტრო ავტომობილმა მედიისა და ინტერნეტ მომხმარებლების დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მიზეზი, პირველ რიგში, პიკაპის ფუტურისტული დიზაინი და მისი მძლავრი მონაცემებია. ამჯერად,  Cybertruck კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები და ფოტოები - მათზე აღბეჭდილია ლოს-ანჯელესის დასავლეთით, მალიბუს ქუჩებში მოძრავი Cybertruck, რომელსაც თავად ილონ მასკი მართავს. 

Cybertruck ავტობაზარზე  2021 წელს ჩაეშვება, მანამდე კი, როგორც აღმოჩნდა, მასკი პიკაპს თავად უტარებს ტესტირებას. სპეციალური ნებართვის საფუძველზე, ქალაქის ქუჩებში, ავტომობილების პროტოტიპების  სატესტო რეჟიმში მართვა, დამკვიდრებული პრაქტიკაა.  თუმცა, სრულიად სხვა საქმეა, როცა მანქანის პროტოტიპით თავად მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი გადაადგილდება.

2021 წელს, ავტო ბაზატზე Tesla-ს Cybertruck-ის სამი განსხვავებული ვერსია გამოჩნდება. მანამდე, მომხმარებელს მოდელების  წინასწარი შეკვეთა შეუძლია. Cybertruck-ის ფასი 39 900 დოლარიდან იწყება. აღსანიშნავია, რომ Cybertruck კომპანიისათვის წარმატებული პროექტი აღმოჩნდა -  ოფიციალური წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში, პიკაპის წინასწარი შეკვეთების რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები