Thumbnail

WhatsApp-ის პროგრამული მხადაჭერა მილიონობით სმარტფონს შეუწყდება

  • WhatsApp-ის მხარდაჭერას დაკარგავს iPhone-ის სერიის ყველა სმარტფონი, რომელიც 2013 წლამდეა გამოსული.
  • შეზღუდვები 2019 წლის 31 დეკემბრიდან, ეტაპობრივად  ამოქმედდება.  

2019 წლის 31 დეკემბრიდან, გარკვეული კატეგორიის სმარტფონის მომხმარებლები WhatsApp-ით ვეღარ ისარგებლებენ. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, WhatsApp-ის მხარდაჭერა შეუწყდება ყველა მობილურ მოწყობილობას, რომელიც  Windows Mobile-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. გარდა ამისა,  2020 წლის 1-ლი თებერვლიდან, WhatsApp-ის მხარდაჭერას დაკარგავს iPhone-ის სერიის მობილური მოწყობილობები, რომლებიც 2013 წლამდეა გამოსული და iOS 7-ის წინამორბედ ვერსიებზე მუშაობს. აღნიშნული ცვლილბები შეეხება იმ მობილურ ტელეფონებსაც, რომლებიც თავსებადია Android-ის ოპერაციული სისტემის  2.3.7 ვერსიასთან - ასეთი სმარტფონები კი, ბოლოს 2010 წელს გამოვიდა. 

როგორც WhatsApp-ის წარმომადგენლები განმარტავენ, კომპანიის დეველოპერები ჩამოთვლილი ოპერაციული სისტემებისათვის  განახლებებს აღარ უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია, რომ WhatsApp განვითარების შემდგომ ეტაპზე გადავიდა, რაც მომხმარებლისათვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას და არსებული ფუნქციების გაუმჯობესებას გულისხმობს. 

WhatsApp 2009 წელს შეიქმნა, 2014 წელს, ის კომპანია FACEBOOK-მა 19 მილიარდ დოლარად შეიძინა. 2015 წლიდან,  WhatsApp შეტყობინებების გაცვლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მობილურ აპლიკაციად მიიჩნევა. 2019 წლის მონაცემებით, აპლიკაციით დაახლოებით 1.6 მილიარდი მომხმარებელი სარგებლობს.

 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები