Thumbnail

ავტოპილოტის რეჟიმზე მოძრავი Tesla-ს ავტომობილი პოლიციის მანქანას დაეჯახა

  • შემთხვევისას, პოლიციის მანქანა გაჩერებული იყო.
  • Tesla-ს წარმომადგენლები, ავტოპოლოტის სისტემასთან დაკავშირებით, ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. 

Tesla-ს ავტომობილი Model 3, რომელიც ავტოპოლოტის რეჟიმით გადაადგილდებოდა, პოლიცის მანქანას დაეჯახა. შემთხვევა შეერთებულ შტატებში, კონექტიკუტში მოხდა. ავარიისას, კიდევ ერთი ავტომობილი დაზანდა. როგორც ცნობილია, Model 3-ის შეჯახებისას, ორივე მანქანა გაჩერებული იყო. 

როგორც Tesla-ს მძღოლმა განმარტა, მანქანა ვტოპოლოტის რეჟიმზე სულ რამდენიმე წუთით მომართა, რათა სალონის უკანა სავარძელზე მჯდომი ძაღლისათვის მიექცია ყურადღება. სწორედ ამ დროს შეეჯახა გაჩერებულ პოლიციის მანქანას, რომელიც, თავის მხრივ, მის წინ გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. პოლიციის განცხადებით, დაშავებულები არ არიან, თუმცა, საქმე სასამართლოს მაინც გადაეცა. 

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ავტოპილოტზე მომართული Tesla-ს მანქანა ავარიის მიზეზი გახდა. მსოფლიოს მასშტაბით, ასეთი 5 შემთხვევაა მედიისათვის ცნობილი. შეერთებული შტატების ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების ორგანიზაციის ინიციატივით, ამჟამად, Tesla-ს ავტოპილოტის სისტემაზე გამოძიება მიმდინარეობს. Tesla-ს წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. ზოგადი რეკომენდაციის მიხედვით,  კომპანია მძღოლებს მოუწოდებს, ავტოპილოტით გადაადგილებისას, საჭეს ხელი არ გაუშვან. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები