Thumbnail

კანადაში კომერციული ფრენებისათვის ელექტრო თვითმფრინავი წარადგინეს

  • ელექტრო თვითმფრინავმა სატესტო ფრენა წარმატებით განახორციელა. 
  • ელექტრო საჰაერო ტრანსპორტით სარგებლობა გარემოზე მავნე ზეგავლენის ნულოვან მაჩვენებელს გულისხმობს. 

კანადაში, კომერციული ფრენებისათვის განკუთვნილი ელექტრო საჰაერო ხომალდი წარადგინეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კომერციულ ფრენას სრულად ელექტრული თვითმფრინავი განახორციელებს. ელექტრო თვითმფრინავი სატესტო რეჟიმში ვანკუვერიდან აფრინდა. საცდელი ფრენა სულ 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა, ხარვეზების გარეშე დასრულდა. 

ელექტრო თვითმფრინავის შექმნაზე ავსტრალიურმა კომპანია magniX-მა იმუშავა. პროექტში ასევე ჩართულია ადგილობრივი კომპანია Harbour Air, რომელიც მომხმარებელს, უკვე მრავალი წელია, კანადის მასშტაბით კომერციული ფრენის სერვისით უზრუნველყოფს. 

როგორც პროექტის ოფიციალური წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება კომერციული ავიაცია მთლიანად გადაერთოს ელექტრო საჰაერო ტრანსპორტზე. ელექტრო თვითმფრინავებით სარგებლობა მკვეთრად შემცირებულ ხარჯებს და გარემოზე მავნე ზეგავლენის ნულოვან მაჩვენებელს გულისხმობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები