Thumbnail
  • თვითმავალი ტაქსი სან-ხოსეს მოსახლეობას მოემსახურება
  • ქალაქში 30 თვითმავალი Mercedes-Benz იმოძრავებს

გერმანული ავტოგიგანტი Daimler კალიფორნიის ქალაქ სან-ხოსეს მოსახლეობას თვითმავალი ტაქსის სერვისს შესთავაზებს. ინოვაციურ ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებს კიდევ ერთი გერმანული კომპანია Bosch. Mercedes-Benz-ის S-Class-ის 30 ავტომობილი სან-ხოსეს ქუჩებში თვითმავალ რეჟიმში იმოძრავებს. დაზღვევის მიზნით საჭესთან მძღოლი იჯდება, თუმცა მისი ჩარევა მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციაში გახდება საჭირო.

სან-ხოსეს მცხოვრებლები  Mercedes-Benz-ის თვითმავალი ტაქსის გამოძახებას მხოლოდ დღის პერიოდში შეძლებენ. ღამით სერვისი არ იმუშავებს. ტაქსის გამოძახება შესაძლებელია რამდენიმე აპლიკაციით, მათ შორისაა Daimler Car2Go, MyTaxi და Moovel. ექსპერიმენტის მიზანია დაამტკიცოს, რომ თვითმავალ ტაქსის სერვისს ქალაქის პირობებში ფუნქციონირება შეუძლია.

Daimler-მა და Bosch-მა ერთობლივ პროექტზე მუშაობა 2017 წელს დაიწყეს. Mercedes-Benz-ის ავტომობილები Bosch-ის ელექტრონული მოწყობილობებით, სენსორებით და მართვის სისტემებით არის აღჭურვილი. Daimler-ის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმავალი ტაქსის სერვისის ქალაქის პირობებში სრულფასოვან ინტეგრაციას დრო სჭირდება და მისი მასშტაბური განხორციელება 2027 წლიდან იგეგმება. 

კომენტარები

ბოლო ამბები