Thumbnail

ირანი გლობალური ინტერნეტ სივრციდან გასვლას გეგმავს

  • ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით ინტერნეტი სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი ქსელით უნდა შეიცვალოს
  • პრეზიდენტის პოზიციას ირანის სასულიერო ლიდერიც იზიარებს

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ქვეყნის გლობალური ინტერნეტ სივრციდან გასვლა დააანონსა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, უკვე დროა ირანში ინტერნეტი სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი ქსელით შეიცვალოს. ირანის პრეზიდენტმა ეს განცხადება ქვეყანაში მიმდინარე მორიგი საპროტესტო აქციების ფონზე გააკეთა. აქციების მონაწილეებს შორის კოორდინაცია სწორედ ინტერნეტის საშუალებით ხდება.

ირანის პრეზიდენტის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ქსელი ქვეყანას საპროტესტო მოძრაობის განეიტრალებაში დაეხმარება, მის ორგანიზატორებს კი ადრეულ ეტაპზე გამოავლენენ და გაანეიტრალებენ. ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ჰასან რუჰანიმ აღნიშნა, რომ გლობალური საფრთხეეებისგან დაცვა სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა და მოსახლეობას უცხოური ინტერნეტ ქსელი არ სჭირდება. ქვეყნის პრეზიდენტის პოზიციას ირანის სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ხამენეიც იზიარებს.

ირანი არ არის პირველი სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაც ინტერნეტთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებას ცდილობს. ინტერნეტ ცენზურა ერთპარტიულ კომუნისტურ ჩინეთშიც არსებობს. ქვეყნის ონლაინ იზოლაციის გეგმა რუსეთი მთავრობასაც გააჩნია.

კომენტარები

ბოლო ამბები