Thumbnail

ახალი Mac Pro-ს ყველაზე მძლავრი ვერსია 52,599 დოლარი ღირს

  • მოწყობილობაში ინტეგრირებულია 4TB მეხსიერების მყარი დისკი.
  • Mac Pro-ს ყველაზე მძლავრი ვერსიის ოპერატიული მეხსიერება 1.5 ტერაბაიტია. 

Apple-მა კომპიუტერის -  Mac Pro-ს ახალი მოდელები ჩაუშვა გაყიდვაში. ტექნოლოგიური სექტორის გიგანტი კომპანია მომხმარებელს განახლებული Mac Pro-ს რამდენიმე ვერსიას სთავაზობს, რომელთაგან ყველაზე მძლავრი - სრულად აღჭურვილი მოდელის ფასი 52,599 ამერიკული დოლარია. 

ახალი Mac Pro-ს საბაზისო, ყველაზე ბიუჯეტური ვერსიის ფასი 5,999 დოლარია. მისი ოპერატიული მეხსიერება(RAM) 32 გიგაბაიტია, მოწყობილობა აღჭურვილია 256GB მეხსიერების მყარი დისკით. რაც შეეხება ყველაზე მძლავრ, 52,599-დოლარიან მოდელს - კომპიუტერი აღჭურვილია Intel Xeon W-ის  პროცესორით,  მასში ინტეგრირებულია 4TB მეხსიერების მყარი დისკი, ხოლო ოპერატიული მეხსიერება 1.5 ტერაბაიტია. 

როგორც Apple-ში აცხადებენ, სამომავლოდ, კომპანია მომხმარებლებს 8 ტერაბაიტის მოცულობის მყარ დისკსაც შესთავაზებს, რაც Mac Pro-ს კიდევ უფრო მძლავრ ვერსიას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ 52,599 დოლარად შეფასებული Mac Pro ყველაზე ძვირადღირებული Mac სერიის კომპიუტერია, რაც Apple-ს აქამდე გამოუშვია. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები