Thumbnail

YouTube კიბერბულინგის წინააღმდეგ მკაცრ რეგულაციებს აწესებს

  • პლატფორმიდან წაიშლება მასალა, რომელიც შეიცავს შეურაცხყოფას დაცული ჯგუფებისა და არასრულწლოვნების მისამართით.
  • YouTube-ის ადმინისტრაცია არხის დაბლოკვის შესახებაც აფრთხილებს მომხმარებლებს.

ვიდეოების გაზიარების წამყვანი პლატფორმა YouTube კიბერბულინგთან დაკავშირებით, ახალ რეგულაციებს ავრცელებს. როგორც კომპანიამ განაცხადა, პლატფორმა ყოველთვის ცდილობდა დაეცვა  ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და გარკვეულ შეზღუდვებს შორის,  თუმცა, უკანასკნელმა შემთხვევებმა გამკაცრებული წესების აუცილებლობა წარმოშვა. 

YouTube-ის ახალი რეგულაციების მიხედვით, პლატფორმიდან წაიშლება მასალა, რომელიც შეიცავს ნებისმიერი სახის შეურაცხყოფას დაცული ჯგუფებისა და არასრულწლოვნების მისამართით. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა აქამდეც რეაგირებდა ბულინგისა და ძალადობის შემცველ ვიდეოებზე, თუმცა, ახალი რეგულაციებით, დბლოკვას დაექვემდებარება ის მასალაც, რომელიც ძალადობის სამომავლოდ წარმოშობის საფრთხეს აჩენს. 

გარდა ცალკეული ვიდეოებისა, კიბერბულინგის შემცველი მასალის განმეორებითი ატვირთვის გამო, YouTube-ის ადმინისტრაცია არხის დაბლოკვის შესახებაც აფრთხილებს მომხმარებლებს. ახალი რეგულაციები განცხადების გამოქვეყნების მომენტიდან -  2019 წლის 11 დეკემბრიდან ამოქმედდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები