Thumbnail

თვითმავალმა სატვირთო ავტომობილმა აშშ-ის ტერიტორია გადაკვეთა

  • სატვირთო ავტომობილმა 4 500 კილომეტრი გაიარა
  • ტრანსპორტმა დანიშნულების ადგილას 18 ტონა ტვირთი ჩაიტანა

კალიფორნიული სტარტაპ Plus.ai-ს თვითმავალმა სატვირთო ავტომობილმა აშშ-ის ტერიტორიაზე 4 500 კილომეტრიანი მარშრუტი გაიარა. ტრანსპორტი კალიფორნიის ქალაქ თულარიდან გავიდა და ქვეყნის ტერიტორია მთლიანად გადაკვეთა. სატვირთო ავტომობილის დანიშნულების პუნქტი პენსილვანიის შტატში განლაგებული ქალაქი ქუიქერთაუნი იყო. 

თვითმავალი სატვირთო ავტომობილი მეთხუთმეტე ფედერალურ გზატკეცილზე მოძრაობდა. ტრანსპორტში დაზღვევის მიზნით მძღოლი იჯდა. სამდღიანი მოგზაურობის დროს მას ავტომობილის მართვაში ჩარევა არ დასჭირდა. ავტოპილოტი წარმატებით ახერხებდა სხვა ავტომობილების ნაკადში მანევრირებას, არჩევდა საგზაო ნიშნებს, გვერდს უვლიდა დაბრკოლებებს. 

სატვირთო ავტომობილმა დანიშნულების ადგილას 18 ტონა კარაქი ჩაიტანა. კალიფორნიული სტარტაპის წარმომადგენლების განცხადებით თვითმავალმა სატვირთომ ისტორიული მისია შეასრულა. ამ დრომდე აშშ-ის ტერიტორია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ კომერციული რეისის შესრულების მიზნით არცერთ თვითმავალ სატვირთო ავტომობილს არ გადაუკვეთია. წინასწარი პროგნოზებით, თვითმავალი სატვირთო ავტომობილები რეგულარული კომერციული რეისების შესრულებას აშშ-ში 2022 წლიდან დაიწყებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები