Thumbnail

Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი სემუელ ელ ჯექსონის ხმით ალაპარაკდა

  • ზოგადი კითხვების გარდა, სამუელ ელ ჯექსონის ხმოვან ანალოგს, უშუალოდ მის პერსონასთან დაკავშირებულ კითხვებზეც შეუძლია პასუხის გაცემა.
  • სერვისის გააქტიურების ღირებულება 4.99 დოლარია. 

Google-ის  მსგავსად, Amazon მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სახლის ჭკვიანი ასისტენტის მეშვეობით, ნაცნობი ხმები მოისმინონ. ცნობილი ადამიანების ხმოვანი სიგნალის პროგრამის ფარგლებში, Alexa-ს  სისტემაში, ცნობილი მსახიობის - სამუელ ელ ჯექსონის ხმა ინტეგრირდა. ამიერიდან, მომხმარებლებს შეუძლიათ, დასმულ კითხვაზე,  Alexa-ს სტანდარტული სიგნალის გარდა, ელ ჯექსონის ხმითაც მიიღონ პასუხი. 

სერვისის გააქტიურება  4.99 დოლარია. გარდა ზოგადი კითხვებისა, სამუელ ელ ჯექსონის ხმოვან ანალოგს, უშუალოდ მსახიობის პერსონასთან დაკავშირებულ კითხვებზეც შეუძლია პასუხის გაცემა - მაგალითად: კარიერაზე, ბიოგრაფიაზე, ფილმებზე, ან სულაც -  კინოინდუსტრიის მიღმა მის ინტერესებზე.  

Amazon-მა  ხმოვან ასისტენტში ნაცნობი ხმების ინტეგრირების შესახებ, ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში განაცხადა. სავარაუდოა, რომ კომპანია სხვა ცნობილ ადამიანებთანაც გააფორმებს კონტრაქტს და სამომავლოდ,  Amazon Echo მომხმარებლებს ჰოლივუდის ვარსკვლავების, მუსიკოსების, სპორტსმენებისა თუ სატელევიზიო სახეების ხმებით გაესაუბრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები