Thumbnail

NASA-ს მარსმავალმა პირველი გამოცდა წარმატებით გაიარა

  • მარსმავალის გამოცდა 10-საათიანი მარათონის განმავლობაში მიმდინარეობდა.
  • Mars 2020 წითელი პლანეტაზე 2021 წელს დაეშვება.

ამერიკის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, მარსის მიისიის ფარგლებში შექმნილმა მავალმა, სახელწოდებით  - Mars 2020  პირველი სატესტო გამოცდა წარმატებით გაიარა. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა, ინჟინერმა რიჩ რიბერმა შეაფასა, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ რობოტმა "მართვის მოწმობა აიღო". მარსმავალის გამოცდა წითელი პლანეტის ზედაპირის იმიტაციით მოწყობილ სპეციალურ პავილიონში წარიმართა. 

Nasa-ს განცხადებით, კოსმოსურმა რობოტმა 30-სანტიმეტრიანი ხელოვნური დაბრკოლებები გადალახა და ზედაპირზე ზუსტი მიმართულებებით გადაადგილდა. მარსმავალის გამოცდა 10-საათიანი მარათონის განმავლობაში მიმდინარეობდა, სატესტო დემონსტრაციამ აჩვენა, რომ მოწყობილობის სისტემა გამართულად მუშაობს. 

მარსმავალი წითელი პლანეტაზე 2021 წელს დაეშვება. ის ყოველდღიურად დაახლოებით 2 კილომეტრ მანძილს გაივლის, რათა  მარსზე სიცოხლის ნიშნები ეძებოს. მარსმავალი აღჭურვილია გაძლიერებული კამერებით, რათა დედამიწაზე მაღალი ხარისხის ფოტოები გამოაგზავნოს. Mars 2020-სგან მიღებული ინფორმაცია მეციერებს პლანეტის კლიმატისა და გეოლოგიის შესწავლაში დაეხმარება. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები