Thumbnail

მასკი და ბეზოსი ერთმანეთს კოსმოსში დაუპირისპირდნენ

  • Space X  ჯეფ ბეზოსის პროექტისთვის ბარიერის შექმნას ცდილობს
  • ბეზოსის პროექტი ორბიტაზე  3 236  თანამგზავრის გაშვებას ითვალისწინებს

ჯეფ ბეზოსი და ილონ მასკი შეერთებული შტატების ორი ყველაზე წარმატებული კერძო კოსმოსური კომპანიის დამფუძნებლები და კონკურენტები არიან. მასკის Space X და ბეზოსის Blue Origin ისეთ ამბიციურ პროექტებზე მუშაობენ, როგორიცაა მთვარის და მარსის პილოტირებული მისია. თანამგზავრული ინტერნეტის ქსელის შექმნა ის მიმართულებაა, სადაც ბეზოსი მასკთან კონკურენციაში კიდევ ერთხელ შევიდა. ბეზოსის პროექტი Kuiper ფაქტობრივად ილონ მასკის Starlink-ის ანალოგია.

ბეზოსის პროექტის დაწყებას გარკვეულ ბარიერს Space X, OneWeb და კიდევ რამდენიმე კომპანია უქმნის. ეს კომპანიები აცხადებენ, რომ თანამგზავრები კომუნიკაციების ფედერალურ კომისიის მიერ გაცემული ნებართვის თარიღიდან გამომდინარე უნდა გაუშვან ანუ მათი თანამგზავრები ორბიტაზე უფრო ადრე უნდა გავიდნენ, ვიდრე Kuiper-ის. ამ შემთხვევაში Space X-ს გარკვეული უპირატესობა აქვს, რადგან როდესაც კომპანიამ განაცხადი შეიტანა Kuiper-ის პროექტი ფურცელზეც კი არ არსებობდა.

Kuiper დედამიწის ორბიტაზე 3 236  თანამგზავრის გაშვებას ითვალისწინებს. ჯერჯერობით ბეზოსის კომპანიას კოსმოსში არცერთი თანამგზავრი არ გაუშვია.

კომენტარები

ბოლო ამბები