Thumbnail

3D პრინტერმა რეკორდული ზომის შენობა დაამზადა

  • ინოვაციური ტექნოლოგიით აგებული შენობის სიმაღლე 9,5 მეტრია
  • კომპანია Apis Cor-ს მშენებლობისათვის სამი კვირა დასჭირდა

ორსართულიანი შენობა, რომლის მშენებლობა დუბაიში დასრულდა, ამ დროისათვის მსოფლიოში 3D პრინტერით დამზადებული ყველაზე დიდი ნაგებობაა. სახლის სიმაღლე 9,5 მეტრია, საერთო ფართობი კი 640 კვადრატული მეტრი. მშენებლობა კომპანია Apis Cor-მა განახორციელა.

მშენებლობის პროცესი სამი კვირა გაგრძელდა. პრინტერს Apis Cor-ის სამი თანამშრომელი მართავდა. კომპანიის წარმომადგენლის, ნიკიტა ჩენ-იუნ-ტაის განცხადებით 3D სამშენებლო ტექნოლოგია განვითარების საწყის ეტაპზეა და ეს კონკრეტული პროექტი  კომპანიას საშუალებას აძლევს ინოვაციური მეთოდით მშენებლობის დროს უნიკალური გამოცდილება შეიძინოს. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია Apis Cor 2019 წლის ზაფხულში NASA-ს კონკურსის გამარჯვებული გახდა. აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს კონკურსი მარსის მომავალი კოლონისტებისთვის საუკეთესო საცხოვრებლის მოდელის შექმნის მიზნით ჩატარდა.

კომენტარები

ბოლო ამბები