Thumbnail
  • ტელესკოპი Cheops კოსმოსში კურუს კოსმოდრომიდან გაუშვეს
  • პროექტს ევროპული კოსმოსური სააგენტო შვეიცარიის კოსმოსურ სააგენტოსთან ერთად განახორციელებს

ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ეგზოპლანეტებზე დასაკვირვებლად და ახალი პლანეტების აღმოსაჩენენად კოსმოსში ტელესკოპი გაუშვა. აპარატმა Cheops სტარტი სამხრეთ ამერიკიდან, საფრანგეთის გვიანაში განლაგებულ კურუს კოსმოდრომიდან აიღო. Cheops ევროპის კოსმოსური სააგენტოს და შვეიცარიის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტია. 

ტელესკოპი დედამიწიდან 700 კილომეტრის სიმაღლეზე იქნება განლაგებული. ის ეგზოპლანეტებს ფოტომეტრის საშუალებით დააკვირდება. ტელესკოპმა უნდა დაადგინოს ციური სხეულების ზუსტი ზომა და მასა. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ Cheops-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ეგზოპლანეტების წარმოშობის და ევოლუციის შესახებ უფრო დეტალური წარმოდგენა შეექმნებათ.

ერთ-ერთი მისია, რომელიც ევროპულ ტელესკოპს აქვს, ეგზოპლანეტებზე სიცოცხლის კვალის ძებნაა. ევროპულ კოსმოსურ სააგენტოში იმედი აქვთ, რომ ეს პროექტი NASA-ს ანალოგიურ პროექტებს კონკურენციას გაუწევს და საფუძველს შექმნის მომავალ ათწლეულში კიდევ უფრო სრულყოფილი კოსმოსური მისიებისათვის. 

კომენტარები

ბოლო ამბები