Thumbnail

Motorola-მ Razr-ის გამოშვება გადადო

  • Motorola Razr-ის წინასწარი შეკვეთები 2019 წლის 26 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო.
  • Motorola საწყის ეტაპზევე, Razr-ის წარმოების გაზრდას გეგმავს.

Motorola-მ დაანონსებული სმარტფონის - Razr-ის გამოშვების თარიღი გადადო. ტექნოლოგიური სექტორისათვის, პროდუქტის დაგვიანებით გამოსვლა ჩვეული პრაქტიკაა, თუმცა, საქმე ასეთ დროს, როგორც წესი, ტექნიკურ ხარვეზს ეხება ხოლმე. ეს შემთხვევა კი სრულიად განსხვავდება - თარიღის გადადების მიზეზი Motorola Razr-ის ზედმეტად დიდი პოპულარობაა, რამაც ყიდვის მსურველთა რიცხვი იმაზე მეტად გაზარდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. 

2000-იანი წლების ერთ-ერთი საკულტო მობილური ტელეფონის ახალი ვერსია Motorola-მ 2019 წლის ნოემბერში წარადგინა. კომპანიამ ახალ სმარტფონს ძველი ნოსტალგიური ვიზუალი შეუნარჩუნა, თუმცა, ტრანსფორმაციის მეშვეობით, მობილური ტელეფონი თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. 

როგორც დაანონსებული იყო, Motorola Razr-ის წინასწარი შეკვეთები 2019 წლის 26 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო, ტექნოლოგიურ ბაზარზე კი, მისი გამოჩენა 2020 წლის 9 იანვრიდან იგეგმებოდა. Motorola-ს განცხადებით, კომპანია უნდა დარწმუნდეს, რომ გაზრდილი მოთხოვნის მიწოდებისათვის მზად არის და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაუშვებს ახალ სმარტფონს გაყიდვაში. როგორც კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები იუწყებიან, საწყის ეტაპზევე, იგეგმება მოდელის წარმოების  გაზრდა, რათა Motorola Razr-ის შეძენა ყველა მსურველმა შეძლოს 

კომენტარები

ბოლო ამბები