Thumbnail
  • ელექტრო თვითმფრინავს 480 კმ/სთ სიჩქარით ფრენა შეუძლია
  • პროექტის ერთ-ერთი დამფინანსებელი დიდი ბრიტანეთის მთავრობაა

Rolls-Royce-მა ერთადგილიანი ელექტრო თვითმფრინავის პროტოტიპი წარმოადგინა.ელექტრო თვითმფრინავი ბრიტანული კომპანიის ელექტრო ძრავების მწარმოებელ YASA Limited-თან და სტარტაპ Electroflight-თან თანამშრომლობის შედეგია. პროექტს ნაწილობრივ დიდი ბრიტანეთის მთავრობაც აფინანსებს. მისი ღირებულება 6 მილიონ 370 ათასი გირვანქა სტერლინგია.

ელექტრო თვითმფრინავს სამი მძლავრი ელექტრო ძრავა გააჩნია. დამუხტვის შემდეგ საფრენი აპარატი 320 კილომეტრს დაფარავს. ბრიტანულ კომპანიაში განსაკუთრებულ ყურადღებას თვითმფრინავის სისწრაფეზე ამახვილებენ. ერთადგილიანი თვითმფრინავი 480 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას შეძლებს. Rolls-Royce-ში აცხადებენ, რომ მათი პროტოტიპი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ელექტრო თვითმფრინავი იქნება.

ელექტრო თვითმფრინავი პირველ ფრენას 2020 წლის გაზაფხულზე შეასრულებს. საცდელი ფრენების წარმატების შემთხვევაში Rolls-Royce საფრენი აპარატის სერიულ წარმოებას დაიწყებს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები