Thumbnail

5 სმარტფონი, რომელიც 2020 წელს გამოვა

  •  Samsung Galaxy S11 კამერის მონაცემებით და სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლით, კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მოდელი იქნება.
  • სავარაუდოდ,  iPhone 12 2020 წლის ყველაზე გაყიდვადი სმარტფონების ლიდერი იქნება.

წლიდან წლამდე, ტექნოლოგიური მოწყობილობები სულ უფრო სწრაფად ვითარდება. მომხმარებლის მოთხოვნების პროპორციულად, იზრდება სტანდარტებიც. 2019 წელს, ამ სექტორის წამყვანმა კომპანიებმა არაერთი ინოვაციური პროდუქტი წარუდგინეს მსოფლიოს. მათ შორის არის ჭკვიანი მობილური ტელეფნები, რომლებიც დიდ შესაძლებლობებს გვპირდებიან. გთავაზობთ  5 სმარტფონს, რომელიც ტექნოლოგიურ ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდება. 

Motorola Razr

2000-იანი წლების ერთ-ერთი საკულტო მობილური ტელეფონის ახალი ვერსია Motorola-მ 2019 წლის ნოემბერში წარადგინა. Motorola-მ  ახალი თაობის მობილურ მოწყობილობას ძველი  დიზაინი შეუნარჩუნა, თუმცა, მოწყობილობის  გახსნისას, ის სრულიად ტრანსფორმირდება -  კლავიატურის ნაცვლად, მომხმარებლებს მთლიანი ეკრანი დახვდებათ, რომელიც თანამედროვე სმარტფონების ყველა ვიზუალურ და ტექნიკურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. Motorola Razr-ის შიდა  მთავარი OLED ეკრანი  6,2 დიუმია, გარე ეკრანი კი -  2,7 დიუმი. ტექნოლოგიურ ბაზარზე  Motorola Razr-ის ორი ვერსია გამოჩნდება, რომლებიც შიდა მეხსიერების მაჩვენებლით განსხვავდებიან ( 64GB და 128 GB). ასევე, შესაძლებელია სმარტფონში გარე მეხსიერების ბარათის ინტეგრირებაც. თავდაპირველი გეგმით, Motorola Razr-ის წინასწარი შეკვეთები 2019 წლის 26 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, შეძენის მსურველთა რეკორდულად დიდი რაოდენობის გამო, კომპანიამ ეს თარიღი გადადო. Motorola Razr-ის შეძენა 2020 წლის დასაწყისში იქნება შესაძლებელი. სმარტფონის ფასი  1,500 ამერიკული დოლარიდან იწყება. 

 

XIAOMI Mi 10

XIAOMI-ის სმარტფონები ძლერი ტექნიკური მონაცემებით და ხელმისაწვდომი ფასით არის ცნობილი. 2020 წელს, სმარტფონების მწარმოებელი ჩინური კომპანია მოდელ XIAOMI Mi 10-ს გამოუშვებს. სმარტფონის მონაცემების შესახებ, დეტალები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც ტექნოლოგიური სექტორის მიმომხილველი მედია იუწყება, მას 5G ინტერნეტის მხარდაჭერა ექნება. XIAOMI Mi 10-ის გამოსვლის დროდ 2020 წლის თებერვალი სახელდება. კომპანიას სმარტფონი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია, თუმცა, ინტერნეტში მოდელის რამდენიმე რენდერი გავრცელდა. 

 

Microsoft Surface Duo

Microsoft-ის დაანონსებული სმარტფონი 5.6-დიუმიანი ორი ეკრანისაგან შედგება, რომლების მეშვეობით, პარალელურ რეჟიმში, ორი აპლიკაციის გახსნაა შესაძლებელი. დაკეცვისას სმარტფონი 4.8 მილიმეტრის სისქის  კომპაქტურ მოწყობილობად იქცევა. Microsoft Surface Duo ანდროიდის სისტემაზე იმუშავებს. სმარტფონი 2020 წლის ბოლოს გამოვა. მოწყობილობის ზუსტი ფასი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. 

 

Samsung Galaxy S11

ჯერ კიდევ უცნობია, თუ რას შესთავაზებს  მომხმარებლებს  სმარტფონების მწარმოებელი ერთ-ერთი ლიდერი კომპანია თავისი ახალი მოდელის - Galaxy S11-ის სახით. მიუხედავად ამისა, მობილური უკვე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია, რომლისკენაც ტექნოლოგიური მოწყობილობების მიმომხილველი მედიის ყურადღებაა მიპყრობილი. ინტერნეტში Galaxy S11-ის სავარაუდო დიზაინის ამსახველი ფოტოები არაერთხელ გავრცელდა. ცნობილია, რომ Samsung Galaxy S11-ს 5G ინტერნეტის მხარდაჭერა ექნება. კამერისა და  სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლებით, მოწყობილობა კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მოდელი იქნება. Samsung Galaxy S11 2020 წელს გამოვა, თუმცა ზუსტი თარიღი კომპანიას ჯერ არ გაუსაჯაროვებია. 

 

iPhone 12

ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, ყოველი წელი წარმოუდგენელია iPhone-ის სერიის ახალი მოდელის გარეშე. 2020 წელს,  Apple iPhone 12-ს წარადგენს. ტრადიციულად, კომპანია დაანონსებული მოწყობლობის შესახებ დეტალებს მხოლოდ ოფიციალური  წარდგენისას, მასშტაბურ ღონისძიებაზე ავრცელებს. თუმცა, ტექნოლოგიური ექსპერტების ინფორმაციით, iPhone 12-ს  5G ინტერნეტის მხარდაჭერა ექნება და ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სმარტფონად იქცევა 

 

კომენტარები

ბოლო ამბები