Thumbnail

Concept One - სმარტფონი უხილავი კამერით

  • სმარტფონის დიზაინში ელექტროქრომიული შუშის საფარია გამოყენებული.
  • OnePlus ჭკვიან მობილურ მოწყობილობას CES 2020-ზე წარადგენს.

მობილური ტელეფონების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია OnePlus-მა დაანონსებული სმარტფონის - Concept One-ის ახალი თიზერი გამოაქვეყნა. 10-წამიანი ვიდეოდან მოწყობილობის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალი ირკვევა - Concept One ე.წ. „უხილავი კამერით“ არის აღჭურვილი. 

როგორც კომპანია განმარტავს, უხილავი კამერის ეფექტი ელექტროქრომიული შუშის საფარის მეშვეობით მიიღწევა, რომელიც კამერის ლინზებს ფარავს. ელექტრული სიგნალების მეშვეობით საფარს შეუძლია გამჭვირვალე გახდეს, რაც კამერის ლინზებს ხილვადს ხდის. სწორედ შუშის დამზადების ტექნოლოგიით მიიღწევა ერთი შეხედვით მაგიური ეფექტი. 

 სმარტფონის შექმნისას, OnePlus-მა ითანამშრომლა ავტო კომპანია   McLaren-თან, რომელიც ტრანსპორტის დიზაინში აქტიურად იყენებს ელექტროქრომიული შუშის ტექნოლოგიას. რაც შეეხება Concept One-ს, დაანონსებულ მოდელს კომპანია OnePlus სამომხმარებლო ელექტროტექნოლოგიის მასშტაბურ გამოფენაზე  - CES 2020-ზე წარადგენს. CES 2020 ლას-ვეგასში 7 იანვარს გაიხსნება და 10 იანვრამდე გაგრძელდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები