Thumbnail

Samsung-მა Galaxy სერიის ახალი სმარტფონის პრეზენტაცია დააანონსა

  • სავარაუდოდ, ახალი სმარტფონის სახელი Galaxy S11 იქნება.
  • ვრცელდება ცნობები, რომ ახალი მოდელის კამერა 8K რეზოლუციის ვიდეოს გადაღებას შეძლებს.

რამდენიმე თვეა, ინტერნეტში Samsung-ის ახალი სმარტფონის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ტექნოლოგიური გამოცემები მოწყობილობის სავარაუდო   რენდერებსაც ხშირად აქვეყნებდნენ. ამჯერად, Samsung-მა ოფიციალურად დააანონსა  მასშტაბური ღონისძიება, რომელზეც Galaxy სერიის ახალ სმარტფონს წარადგენს. Samsung  მობილური მოწყობილობის პრეზენტაციას 2020 წლის 11 თებერვალს, სან-ფრანცისკოში გამართავს. 

როგორც აღინიშნა, ღონისძიების მთავარი გმირი Galaxy სერიის ახალი ჭკვიანი ტელეფონი იქნება, რომლის სავარაუდო სახელია Galaxy S11.  არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაციაც, რომ კომპანია Samsung მოწყობილობას S20-ის სახელით გამოუშვებს.

სმარტფონის შესახებ ჯერ არც ერთი ოფიციალური დეტალი არ გახმაურებულა, თუმცა, სხვადასხვა ფორუმზე ვრცელდება ცნობები, რომ ახალი მოდელის კამერა 8K რეზოლუციის ვიდეოს გადაღებას შეძლებს. არსებობს ვარაუდიც, რომ გარდა აღნიშნული მოდელისა, Samsung-მა შესაძლოა კიდევ ერთ ტელეფონი - კომპანიის რიგით მესამე დასაკეცი სმარტფონი წარადგინოს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები